- Home
- ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია
ეკონომიკის დოქტორი | ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ ურთიერთობებში | ანალიტიკოსი
ნიკა შენგელია არის ეკონომიკის დოქტორი, გამოცდილი ანალიტიკოსი და ეკონომიკური ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სამრეწველო ვაჭრობაში, საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებსა და საკონსულტაციო საქმიანობაში.
მან წლების განმავლობაში იმუშავა ქიმიური , ფერადი ლითონების და სხვა საქონლით ვაჭრობის მიმართულებით, თანამშრომლობდა პარტნიორებთან საბანკო ინსტრუმენტების — აკრედიტივების, გარანტიებისა და SBLC-ის საკითხებზე. მისი დღევანდელი საქმიანობა ორიენტირებულია ეკონომიკურ ანალიზზე, სავალუტო და სამრეწველო ბაზრების შეფასებაზე და ფინანსურ კონსულტაციებზე.
ნიკა შენგელია არის ორი მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, ასევე მის მიერ მრავალი სტატიაა გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ გამოცემებში. შემოქმედებითი და სამეცნიერო წვლილისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
მისი ძლიერი მხარეებია სტრატეგიული ხედვა, სიზუსტე ანალიზში და პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა პარტნიორობისადმი.
